24 აპრილი 2019,   23:08
ვრცლად
არ გამიკვირდება რასაკვირველია, რომ ბატონი გოგა ხაინდრავა ვიხილო აქ უკვე სულ სხვა როლში - ნინია კაკაბაძე აჭარის ტელევიზიაზე საუბრობს

ჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 3 თვის ანგარიში წარუდგინა.

კაპანაძემ აჭარის ტელევიზიის სამთვიანი მუშაობა დეტალურად მიმოიხილა. მან ყურადღება იმ მიღწევებზე, საერთაშორისო მხარდაჭერასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გაამახვილა, რომელიც აჭარის ტელევიზიას გააჩნია.

მრჩეველთა საბჭოს სხდომას ბორდის 4 წევრი ესწრებოდა. მათ შორის იყო გიგა ჩახარტიშვილიც, რომელმაც ირაკლი დარცმელიძესთან ერთად რამდენიმე დღის წინ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დაააყენა. კაპანაძის ანგარიში ნინია კაკაბაძემ და ზვიად ქორიძემაც მოისმინეს.

„არცერთი ეს მოთხოვნა მე არ მიმაჩნია საკმარის საფუძვლად იმისა, რომ დირექტორს და მე ვფიქრობ გადაჭარბებული ვარ ვიქნები თუკი ვიტყვი, რომ ყველაზე წარმატებულ დირექტორს, დაუყენო იმპიჩმენტის საკითხი. სამწუხაროდ, აქ პოლიტიკური მოტივების გამორიცხვა არ ხერხდება, იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ უნდა დღეს ეს ტელევიზია იმ სახით, როგორითაც დღეს არსებობს, ეს არის დღევანდელი ხელისუფლება.

"არ მიყვარს ხოლმე ჭორებზე საუბარი, ვერაფერს ვიტყვი კონკრეტულად ამაზე, თუმცა არ გამიკვირდება რასაკვირველია, რომ ბატონი გოგა ხაინდრავა ვიხილო აქ უკვე სულ სხვა როლში და სულ სხვა, ასე ვთქვათ, მოტივებით,“- განაცხადა კაკაბაძემ.

 

დღის ამბები