16 ივლისი 2019,   21:25
ვრცლად
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში - ცეცხლმა მე-19 საუკუნის შპილი სრულად გაანადგურა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობას 6 საათის განმავლობაში 500-ზე მეტი მაშველი ცდილობდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის სახურავის ნაწილი. სრულად განადგურდა მე-19 საუკუნის შპილი. 

მეხანძრეებმა ტაძარში დაცული საგანძურის დიდი ნაწილის, მათ შორის ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვიის, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის გადარჩენა შეძლეს. მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლმოკიდებულ ნოტრდამთან პარიზელები დაჩოქილები ავე მარიას გალობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. მომხდარზე გამოძიება დაუდევრობის შედეგად ზიანის მიყენების მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები