16 ივლისი 2019,   21:25
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ჩაქვში 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ჩაქვში 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, ის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 


დღის ამბები