24 აპრილი 2019,   23:07
ვრცლად
სკოლებიდან ამოღებულია იარაღი, ელექტროშოკი, ალკოჰოლი - ნათია მეზვრიშვილი შსს და მანდატურის სამსახურის კოორდინირებულ მუშაობაზე საუბრობს 

ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, კასტეტი, ელექტროშოკი, ალკოჰოლი - სკოლებიდან სექტემბრიდან დღემდე 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს  - შს მინისტრის მოადგილე პირობას დებს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი დანაშაულიც სკოლებში არსებული კრიტიკული მდგომარეობის გამო გამოიკვეთება.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ყველა ის ფაქტი, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში ნარკოტიკის, ალკოჰოლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეტანას უკავშირდება სწორედ ძალოვანი უწყების მიერ არის გამოვლენილი და სტატისტიკა წინა წელთან შედარებით გაზრდილი არ არის.

შს მინისტრის მოადგილე, სამინისტროს და მანდატურის სამსახურის კოორდინირებულ მუშაობაზე მიუთითებს. 

„ის მონაცემები რაზეც თქვენ მე მეკითხებით, არის დასტური იმისა, რომ მანდატური სამსახური კანონის ამოქმედების შემდეგ ეფექტურად მუშაობს, ახდენს გამოვლენას შესაბამისი დარღვევების და იქ სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, აწვდის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს. ანუ, ჩვენი ამოცანა, რაც იყო, რომ კოორდინაცია პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის გაგვეზარდა, ეს მიზანი მიღწეულია, ეს კოორდინაცია დღეს არსებობს და დანაშაულის ყველა ფაქტზე პოლიცია ეფექტურად რეაგირებს,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სკოლებში აკრძალული ნივთების გარდა, მოსწავლეებს შემოწმებისას ნარკოტიკიც აღმოუჩინეს. ასეთი სულ 20 ფაქტი დაფიქსირდა, 33 შემთხვევაში კი სკოლის მოსწავლეებს ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები ჰქონდათ.

853 აკრძალული ნივთი საქართველოს 485 სკოლიდან ამოიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები