24 აპრილი 2019,   23:12
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან. შეხვედრაზე საკანონმდებლო მეთოდებს, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ყურადღება ასევე გამახვილდება საქართველოს საგარეო კურსზე, ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დელეგაციის წევრები ასევე, გაეცნობიან იმ საკითხებს, რომლებსაც გავლენა აქვს სახელმწიფოს მართვაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. 

„ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ოჯახში, ასევე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი თემები. საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ეს არის იმის დამსახურება, რომ წლების განმავლობაში კონგრესსა და პარლამენტს შორის, მთავრობებს შორის და ხალხს შორის ურთიერთობა არის ძალიან მჭიდრო და მეგობრული,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები