24 აპრილი 2019,   23:12
ვრცლად
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტში მივიდა - მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიუროს ოთახთან დეპუტატებს ელოდება

პანკისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტში იმყოფება. მაჩალიკაშვილი კანონმდებლებთან შეხვედრას გეგმავს და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება. 

19 წლის თემირლანის მამა ითხოვს, მოხდეს გამოძიება რამდენად ადეკვატური იყო ძალა, რომელიც სპეცრაზმმა გამოიყენა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. 

 

დღის ამბები