24 აპრილი 2019,   23:09
ვრცლად
"სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?" - კაპანაძე ივანიშვილის განცხადებების შეფასებას მმართველი გუნდის წევრებს სთხოვს

ბიძინა ივანიშვილის წერილი 9 აპრილთან დაკავშირებით და მისი სატელევიზიო ინტერვიუ - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე აკრიტიკებს.

განცხადება კაპანაძემ საგაზაფხულო სესიაზე გააკეთა. დეპუტატმა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუდან ორი ნაწილი გამოყო, რომელთან დაკავშირებითაც, მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წევრებს უნდა რცხვენოდეთ.

"ევროპული საქართველოს" წევრი დაინტერესდა, რას ფიქრობენ „ქართული ოცნების“ წევრები ბიძინა ივანიშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გმირად, ხოლო ადვოკატის, შალვა შავგულიძის ანტიგმირად წარმოჩენის მცდელობაზე.

Image result for სერგი კაპანაძე„ინტერვიუმ გვანახა ყველას, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არის "ოცნების" ლიდერი და როგორ არაადეკვატურად აღიქვამს ის რეალობას. ორი რამ დაგვრჩა ამ გამოსვლებიდან და წიაღსვლებიდან, როგორც მას უყვარს, ხოლმე. ისე, ნეტავ, მართლა კინო და სერიალების გადაღებით იყოს დაკავებული და ამ პოლიტიკით არა, მაგრამ ორი რამ დაგვრჩა, ერთი დაგვრჩა ის, რომ თურმე გმირი ყოფილა მურუსიძე და შავგულიძე ყოფილა დამნაშავე და მოღალატე გირგვლიანის საქმეში. ასე შეატრიალა, ასე გადახედა ისტორიას ბატონმა ივანიშვილმა. გასაგებია, ივანიშვილის ინტერესები ამ ამბავში რა არის, მაგრამ მე მაინტერესებს, აქ კოლეგები, ვინც არიან, ვინც მოისმინეს ეს, ელემენტარული სირცხვილის გრძნობა თუ მაინც გაუჩნდათ, რომ ასეთნაირად მოხდა შეფასება ამ კონკრეტული ფაქტის და გირგვლიანის მკვლელობის საქმის და იქ მურუსიძის როლის და შავგულიძის როლის. ანუ ივანიშვილი რას აკეთებს ახლა რეალურად, რომ უკანა თარიღით ტყუის, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდეს, მაგალითად, იგივე შავგულიძესთან, რაზე არ ეთანხმება, თავის პოზიცია დაიცვას და ამბობს, რომ მაშინაც კი შავგულიძე ყოფილა დამნაშავე. აქ ვინც ხართ, რამდენი ეთანხმებით ამას, რამდენად ელემენტარულად, სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ივანიშვილის მიერ შალვა შავგულიძესთან დაკავშირებული განცხადებების შეფასების გარდა, სერგი კაპანაძემ დეპუტატებს მოსთხოვა, დაეფიქსირებინათ პოზიცია „ოცნების“ ლიდერის უცვლელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

"ეს რიტორიკა, რომ ყველაფერი არის კარგად, ეკონომიკა მიდის წინ, უსაფრთხოება არის კარგი, რომ ბიზნესი გვაყავს თავისუფალი, სასამართლო არის დამოუკიდებელი, რომ მურუსიძე უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და უბრალოდ, ხალხი ვერ ხვდება ამას - ამას როგორ იზიარებთ, ელემენტარული სირცხვილის გრძნობა რატომ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ ასევე ისაუბრა ნეპოტიზმზე და ჩაშლილ ტენდერებზე. "ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, ჭიათურაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერების 36 პროცენტი ჩაიშალა. მისივე თქმით, იმ ტენდერებში, სადაც მოლაპარაკება შედგა, ტენდერი უკონკურენტოდ ტარდება. 

დღის ამბები