24 აპრილი 2019,   23:12
ვრცლად
„ეს შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ყველა მიმართულებით" - ნუკრი ქანთარია სერიალების გადაღების აუცილებლობაზე საუბრობს 

„ეს შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ყველა მიმართულებით,“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია სერიალებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, მას ადრე ჰქონდა ინიციატივა, რომ სერიალები შეექმნათ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ის ვერ განხორციელდა. ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის იდეას მიესალმება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, სერიალებზე შეკვეთები თუ სამინისტროებიდან იქნება და საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება, მნიშვნელოვანი იქნება.

ნუკრი ქანთარია-ის სურათის შედეგი

„სერიალები დღეს უკვე აღა არის საპნის ოპერები, დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც კლასიკური ლიტერატურიდან თუ წარსულიდან მის საუკეთესო ნიმუშებს ვხედავთ. BBC-ის მთელი შექსპირის ქრონიკები აქვს გადაღებული. როდესაც ამას ვამბობდი, იყო მოკლე პასუხი, ამის საშუალება არ გვაქვს, ფული არ გაგვაჩნია. ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეეწიოს ამ საქმეს. აღარაფერი მიკვირს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. მაგრამ უხერხულობის განცდა მაინც რჩება ხოლმე. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ჩამოსხმულმა პროდიუსერებმა, რომელიც ამ საქმით არიან დაკავებული, თქვეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი რამ, საშინელება, თუ ეს კაცი ახლა შეეწევა ამ საქმესო, იმიტომ, რომ ეს ბაზარს არევს, დალაგებულ ბაზარს აგვირევსო. რა ბაზარი აირევა, რის ბაზარი, სად არის ბაზარი. არა მხოლოდ სულიერების მიმართულებით, თუკი პროცესი ნორმალურად წავა და თუ ამ პროცესს არ ჩაიგდებს ე.წ. მარიფათიანი ხალხი, თუ ამ პროცესს არ მოაჯდება ე.წ. მარიფათიანი ხალხი და პროცესი სწორი მიმართულებით წავა,“ - აღნიშნა ქანთარიამ.

ბიძინა ივანიშვილმა როგორც ინტერვიუში განაცხადა, მედიასივრცეში არსებული სერიალები გაცილებით გლობალური პრობლემაა, ვიდრე მომავალი არჩევნები. მისივე თქმით, საკითხით მმართველი გუნდის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და შესაბამისი განხილვები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კინოწარმოების დაფინანსებას ივანიშვილის "ქართუ ბანკი" აპირებს.

დღის ამბები