24 აპრილი 2019,   23:07
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალი პროგრამა - სერიალები გადაარჩენს საქართველოს - რომან გოცირიძე

"ქართული ოცნების" ახალი პროგრამა - სერიალები გადაარჩენს საქართველოს,“ - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სერიალებთან დაკავშირებით ნუკრი ქანთარიას განცხადებას

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, ახლა უკვე მმართველი გუნდის წევრმა ისაუბრა, რომ სერიალების შექმნაა საჭირო.

რომან გოცირიძის აზრით, „ქართული ოცნების“ მცდელობა, ხალხს სერიალებით აჩვენონ, რომ ქვეყანაში კარგი სიტუაციაა, ვერ შესრულდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

“უნდა გადავიღოთ სერიალები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ თურმე ვცხოვრობთ ძალიან კარგად, ოღონდ ხალხს ეჩვენება, რომ ცუდად ვცხოვრობთ, მოჩვენებების განსაქარვებელი სერიალებით უნდათ ხალხის გამოფხიზლება და ხალხისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ აყვავდა ეკონომიკა ამ 7 წლის განმავლობაში. ბატონო ნუკრი, თუ თქვენ ისტორიულ სერიალებზე ამბობთ, ვერავითარ ისტორიულ სერიალებს ვერ გადაიღებთ, ისტორიული სერიალები მოინდომეთ თქვენ, დიდგორობის გამოცხადება უქმე დღედ და სახალხო ზეიმად. ორი მოსმენით თქვენმა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ერთი დიდის დაქნევით ჩაგივარდათ. თუ რატომ ჩავარდა ეს კანონი და რატომ არის ამოდებული მაგიდის ქვეშ, ამის შესახებ კორიდორში მოგახსენებთ პოლიტკორექტულობის გამო. შეეშვით ამ ისტორიულ აჩრდილებს და იფიქრეთ დღევანდელი ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დღევანდელი მდგომარეობა კი უკიდურესად სავალალოა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ კი საკანონმდებლო ორგანოში თქვა, მას ადრე ჰქონდა ინიციატივა, რომ სერიალები შეექმნათ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ის ვერ განხორციელდა. ნუკრი ქანთარია სერიალებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იდეას მიესალმება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები