21 მაისი 2019,   15:57
ვრცლად
"გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად" - ქობულიას გადაყენებაზე მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტებები კეთდება 

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ ქობულიას გადაყენება კონსულტაციების შედეგად გადაწყდა.

„გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად, როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ისე, რა თქმა უნდა, დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად უმრავლესობის ლიდერებთან,“ - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს პრემიერი ხვალ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთებს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი გიორგი ქობულია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ქალბატონი ნათია თურნავა,“ - განაცხადა კახიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები