21 მაისი 2019,   15:56
ვრცლად
ხელფასების მატებასა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება - "ენერგო პროს" თანამშრომლები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

"ენერგო პროს" თანამშრომლები ხელფასების მატებასა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას ითხოვენ.  

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი კაბალურ შრომით პირობებს დღეს საპროტესტო აქციაზე გააპროტესტებენ.  დასაქმებულები ამბობენ, რომ კომპანიას 2 წლის განმავლობაში 160 მილიონით გაეზარდა შემოსავალი, თუმცა ეს მათ ხელფასებზე არ ასახულა.

„საპროტესტო მუხტი უფრო მეტად გამწვავდა იმის მერე რაც ენერგო კომპანიამ ძალზედ უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა და ფაქტიურად დასაქმებულებს განუმარტა, რომ მათ თურმე 1000 ლარზე ზემოთ აქვთ ხელფასები. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იქნება იქამდე სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ეს არ არის ერთჯერადი აქცია,“-განაცადა ”ენერგო-პრო ჯორჯიას” პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩოხელმა.

ენერგეტიკოსების ბრალდებები კომპანიაში რამდენიმე დღის წინ უარყვეს და განაცხადეს, რომ ”ენერგო პრო” დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმებზეც ზრუნავს. 

დღის ამბები