21 მაისი 2019,   15:55
ვრცლად
ამერიკული გემის შავ ზღვაში შემოსვლამ რუსეთი გააღიზიანა

ამერიკული გემის შავ ზღვაში შემოსვლამ რუსეთი გააღიზიანა. ნაღმოსანი USS Ross ბათუმის პორტში ღუზა უკვე კვირაზე მეტია, ჩაშვებული აქვს და 2 დღეში უკვე წასასვლელად ემზადება.

154-მეტრიან ამერიკულ ხომალდს შავ ზღვაში შემოსვლისთანავე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი გემი აედევნა. ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ გემის შემოსვლიდან მეორე დღესვე დაადასტურა.

ამერიკული სამხედრო ხომალდისთვის რუსული გემების ადევნებას სასაზღვრო პოლიციაც ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ მომხადარა.

რუსეთის თვალთვალი შტატებს არ გაკვირვებია. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი, ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან შავ ზღავში მათ გემებისთვის თვალყურის დევნება უკვე ჩვეული პრაქტიკაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატოს მზარდი აქტიურობა ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და პირობას დებს, რომ შესაბამისი გზით რეაგირებას მოახდენს.

სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკული ხომალდების ღიად თვალთვალით ჩრდილოელ მეზობელს იმის ჩვენება უნდა, რომ მასპინძელი შავ ზღვაზე თვითონაა და ამის დათმობას არ აპირებს.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან თავსი დაცვის ერთადერთი საშუალება სწორედ მოკავშირეებთან ერთად საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ამერიკისა და ნატოს გემების შავ ზღვაზე ყოფნა კი ერთადერთია, რაც რუსეთს, გამოცდილების მიხედვით, უკან ახევინებს.

2019 წელს, USS Ross-ის გარდა, შავ ზღვაში ასევე შემოვიდნენ სადესანტო ხომალდი USS Fort McHenry (LSD-43) და ორჯერ საესკადრო ნაღმოსანი USS Donald Cook (DDG-75).

თურქულმა მედიამ ბოსფორის სრუტეში ამერიკული და რუსული სამხედრო ხომალდების შეხვედრის კადრებიც გაავრცელა მას შემდეგ, რაც სამხედრო ხომალდმა შავი ზღვის აკვატორია დატოვა და ბოსფორის სრუტეში რუსულ ფრეგატს ჩაუარა.

შავი ზღვა ნატოს და მოკავშირეების ინტერსში უსაფრთხოების კონცეფციით ინტერესის სფეროში რჩება.

დღის ამბები