20 აგვისტო 2019,   14:50
ვრცლად
"იდიოტიზმს საზღვარი არა აქვს" - ნოდარ ხარშილაძე პანკისში მომხდარ დაპირისპირებასზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებს

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს.

ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ მიზეზი, რომლის გამოც პანკისში შეტაკებები მოხდა და რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა, პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია.

მისივე თქმით, 5-კილოვატიანი ჰესის გამო, არ შეიძლებოდა ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც პანკისია, მსგავსი დაძაბულობის პროვოცირება.

"იდიოდტიზმს საზღვარი არა აქვს. სრული კატასტროფაა, რაც მოხდა. პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პანკისში 5-კილოვატიან ელექტროსადგურისთვის, რომელიც ვერანაირ გადამწყვეტს ვერ მოიტანდა საქართველოს ენერგეტიკისთვის, ასეთი პრობლემის ატეხვა, რეგიონში, რომელიც საკმაოდ რთული და არაინტეგრირებულია საქათველოს საზოგადოებაში. ჯერ გაცემული ბრძანება, რომ ძალა დავანახოთ და მერე გამოქცევა იქიდან იმიტომ, რომ ქალებმა და ბავშვებმა ქვების და ჯოხები გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, ეს, პირველ რიგში, არის პოლიტიკური შეცდომა და მეორე უკიდურესი არაეფექტიანობის დემონსტრირება. თან ამას აკეთებს მინისტრი, რომელიც ითვლება, რომ ამათში ყველაზე მაგარია," - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.  

დღის ამბები