21 მაისი 2019,   15:57
ვრცლად
"ხელისუფლება ამ დღეებში იყო განსაკუთრებით მავნებლური" - ზვიად ხორგუაშვილი

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი არჩევანის ეთერში ეხმაურება.

21 აპრილს განვითარებული მოვლენების შეფასებისას ეკონომისტმა რამდენიმე პრობლემა გამოყო.

ხორგუაშვილის თქმით, ნათელი გახდა, რომ მთავრობა უძლურია და პრობლემების გადაფარვას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.

„მთავრობას საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონდა იმ ხალხთან, საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა და მეორე, ჩვენ ვნახეთ მთლიანად უძლური მთავრობა უკვე მერამდენედ,“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.

ხორგუაშვილი სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პირადად შს მინისტრს, გიორგი გახარიას.

"ხელისუფლება ამ დღეებში იყო განსაკუთრებით მავნებლური და განსაკუთრებით თამაშობდა ისეთ სახიფათო თამაშს, სადაც, უბრალოდ, გადავრჩით," - განაცხადა ხორგუაშვილმა.

დღის ამბები