21 მაისი 2019,   15:56
ვრცლად
შსს, სუს-ი, ეკონომიკის სამინისტრო - სალომე სამადაშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს ასახელებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს არჩევანის ეთერში ეხმაურება.

მისი შეფასებით, პანკისში მცხოვრებლებსა და ხელისუფლებას შორის ნდობა არ არის, ეს კი განსაკუთრებით 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ გამძაფრდა.

სამადაშვილისთვის გაუგებარია, კერძო ინვესტორის პროექტის განხორციელების მიზნით რატომ იყვნენ სამართალდამცავები ადგილზე მოვილიზებულები.

„პასუხისმგებლობა, გახარიას გარდა, ასევე ეკისრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც დღესაც არა აქვს პასუხი, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ და როგორ უნდა განეიტრალდეს ეს. პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც, როგორც ჩანს, კორუმპირებული ინტერესებიდან გამომდინარე იმართება და არა ქვეყნის ინტერესებიდან და პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფო პირებს, რომლებიც დღესაც, როდესაც საუბრობენ გამოწვევებზე, რომელიც ხეობაში დგას, საუბრობენ იმაზე, რომ ახალი პოლიციის შენობა უნდა აშენდეს და ფაქტობრივად, აპირებენ, რომ პოლიციური რეჟიმი დაამყარონ ამ რეგიონში და უკვირთ, რატომ არის ადგილობრივი მოსახლეობა მათ მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყების გამო მოსახლეობის პროტესტი უძღოდა წინ. ადგილობრივებმა ხუდონ3-ის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ხეობაში სპეცრაზმი შევიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

დღის ამბები