20 აგვისტო 2019,   14:54
ვრცლად
ზაზა სვანაძე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია - ჟურნალისტის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს  მიმართავს

ზაზა სვანაძე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია - ჟურნალისტის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და სარჩელით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

ალექსანდრე კობაიძე უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამოქალაქო აქტივობას და ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს. კობაიძის თქმით, აქამდე არ ყოფილა შემთხვევა სოციალურ ქსელში საჯარო პოსტის გამო სასჯელის სახით წინასწარი პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო საგამოძიებო კოლეგია სარჩელს მიიღებს და მზაზა სვანაძის გათავისუფლება დარბაზიდანვე მოხდება. 

„გავასაჩივრეთ ზაზა სვანაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი პატიმრობა, რომელიც ჩვენი შეფასებით და არა მარტო ჩვენი შეფასებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკანონო და დაუსაბუთებელია. ეს არის ცუდად შერჩევითი სამართალი და სვა არაფერი იმიტომ, რომ მუხლი ზოგადად ითვალისწინებს 1 წლის თავისუფლების აღკვეთას, ასევე ალტერნატივის სახით ითვალისწინებს საზოგადოებრივ შრომას და ჯარიმას. თითქმის არასდროს არ ხდება, რომ ასეთ საქმეებზე ხდებოდეს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი პატიმრობა გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო საგამოძიებო კოლეგია მიიღებს ჩვენს აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში და იმედი მაქვს, რომ ზაზა სვანაძის გათავისუფლება მოხდება დარბაზიდან,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

დღის ამბები