21 მაისი 2019,   15:58
ვრცლად
გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით - ზაჰესის საბავშვო ბაღის პედაგოგის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ზაჰესის ბაღიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული აღმზრდელის, თამარ ასანიძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დაზარალებული მასწავლებელი 10 თვის ხელფასს აიღებს. ხელფასთან ერთად გათავისუფლებული პედაგოგი, სამსახურში აღდგენას ითხოვს და სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„დღევანდელი ჩემი პოზიცია არის, რომ დავბრუნდე იმ პოზიციაზე რა პოზიციაზეც მე ვიყავი 2018 წლის 26 ნოემბრამდე. მე არ ვაპირებ დანებებას და გაჩერებას, მე ვაპირებ ბრძოლას მანამ სანამ ჩემი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული,“ - აცხადებს თამარ ასანიძე.

ასანიძის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში".  

„ყველაზე სამარცხვინო ის იყო, რომ ამ ბოლო გადაწყვეტილებამდე მას შესთავაზეს ფულადი სახით 3 000 ლარის ოდენობით თანხა, რომ გაჩერებულიყო ისევ აღდგენის გარეშე და წასულიყო სახლში, ძალიან სამარცხვინოა. ამ ადვოკატის უკან ვინც იყო რეალურად მისი მოპასუხე დგას რა თქმა უნდა „ქართული ოცნება“ და მისი გუნდი და იმ დირექტორის უკან რა თქმა უნდა ვინც ხელი მოაწერა ამ ბრძანებაზე. ამათ ჰგონიათ, რომ 3 000 ლარად და საერთოდ ნებისმიერი თანხის სანაცვლოს შეუძლიათ იყიდონ ყველა და ყველაფერი. აქ თანხა არ არის პრიორიტეტი, პრიორიტეტი არის მისი სამსახური,“ - განაცხადა თენგიზ გიორგაძემ.

 

დღის ამბები