22 აგვისტო 2019,   14:22
ვრცლად
"ერთიანი დანაშაულებრივი ვერტიკალი, რომლის სათავეშიც ივანიშვილია" - ოპოზიცია პანკისის მოვლენებზე საუბრობს 

„შეთქმულების თეორია და მრავალსვლიანი კომბინაციების მოწყობა, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს გახარიამ პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით, არის გაუმართლებელი“ - ეს განცხადება, ლევან ბეჟაშვილმა პანკისის მოვლენებსა და  ე.წ. "ოცნების კლანებს" შორის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა.

პანკისში მომხდარი დაპირისპირების რეალური მიზეზი შესაძლოა, "ქართული ოცნების" კლანებს შორის კონფლიქტი იყოს. პრესა უკვე აქტიურად წერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის არსებულ ბრძოლაზე. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სახელისუფლებო კლანის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ყველაფრის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას.

ლევან ბეჟაშვილი-ის სურათის შედეგი

„ეს არის ერთიანი დანაშაულებრივი ვერტიკალი, რომლის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი და ნებისმიერ ადამიანი, იქნება ეს ღარიბაშვილი, გახარია და ა.შ. არის ამ დანაშაულებრივი ვერტიკალის შემდგენელი ნაწილი. ბუნებრივია, გახარიას ბრძანების გარეშე, ვერც სპეცრაზმი, ვერც პოლიცია ვერ მოხვდებოდა იმ ხეობაში, მაშინ როცა არანაირი საჭიროება არ იყო,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებამ და მათ შორის პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს. 

დავით ბაქრაძე-ის სურათის შედეგი

„ეს არ არის ის შემთხვევა, სადაც შეგვიძლია ვინმე გავამართლოთ კლანებით და დაპირისპირებით. ეს არ არის ის შემთხვევა, რომელიც შეგვიძლია ავხსნათ იმითი, რომ ვიღაცა ვიღაცას ებრძვის ხელისუფლებაში. ებრძვიან ერთმანეთს, ძირს უთხრიან ერთმანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძირის გამოთხრა ხდებოდა არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოების. ამიტომ ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც გვერდზე უნდა გადავდოთ შიდა დაპირისპირების თემები და მთლიანად ხელისუფლებამ, მათ შორის პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრმა აგოს პასუხი“ -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები