21 მაისი 2019,   15:55
ვრცლად
ივანიშვილის მთავრობა ძალით ჩვენს მოქალაქეებს ჯიბეში უყოფს ხელს და ართმევს, მათ შორის, იმათ, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს - ბოკერია

„ევროპული საქართველოს" წევრებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ საპენსიო სააგენტოს ოფისში გააკეთეს.

დეპუტატები სისტემას უნდობლობას უცხადებენ. "ევროპული საქართველოს" წევრები 40 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე უარი თქვან და გამოეთიშონ.

გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ სხვის თანხებს არ უნდა აკონტროლებდეს „ქართული ოცნება“ და ყველა მოქალაქე თვითონ უნდა წყვეტდეს კუთვნილი თანხის ბედს.

„ივანიშვილის მთავრობა ძალით ჩვენს მოქალაქეებს ჯიბეში უყოფს ხელს და ართმევს, მათ შორის, იმათ, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს, დაბალი ხელფასი აქვთ, არ აძლევს მათ არჩევანს. მე ვსარგებლობ იმ უფლებით, რომ ჩემი ფული ემ განვკარგო ჩემით და არა მივანდო მთავრობას, ნებისმიერ მთავრობას და არა ისეთს, როგორიც დღევანდელი ჩვენი მთავრობა არის და მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომელიც არ არის ინფორმირებული და ეს არის ერთ-ერთი ხრიკი, რომელიც გამოიყენეს - არჩევანი კი არ მისცეს ხალხს, შევიდნენ თუ არამ, ძალით შეიყვანეს და შემდეგ არც კი იზრუნეს, რომ სცოდნოდათ, შეუძლიათ გასვლა,“ - განაცხადა ბოკერიამ.

დღის ამბები