22 ივლისი 2019,   16:49
ვრცლად
პრეზიდენტმა 19 პატიმარი და 23 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა წინასააღდგომოდ შეწყალების აქტი გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგან ორი ქალია. ისინი საპყრობილეს დღესვე დატოვებენ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, სალომე ზურაბიშვილმა ასევე შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული.

„სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, 25 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალბატონი მსჯავრდებული გახლავთ. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალბატონი მსჯავრდბეული გახლავთ. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პრეზიდენტის შეწყალების აქტის შესახებ ინფორმაცია მედიას ლაშა ჟვანიამ გააცნო.

ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1 მაისამდე ხელმძღვანელობს. 

დღის ამბები