23 მაისი 2019,   16:10
ვრცლად
აშინებენ ხალხს, პასპორტებს ართმევენ, ფულს აძლევენ-სამეგრელოს მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ "ოცნება" არჩევნების გაყალბებას გეგმავს

უკიდურესი გაჭირვება და მოხსნილი სოციალური დახმარება - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკიდურეს სიღარიბეზე საუბრობენ.

ახალდაბაში, ახალსოფელში, ცაიშსა და ნარაზენში მოსახლეობა ერთი და იგივე პრობლემებზე საუბრობს: შიმშილი, უმუშევრობა,  უგზოობა და უწყლობა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისედაც მძიმე პირობები, ფაროსანამ უფრო მეტად დაამძიმა. შესაწამლი საშუალებები კი რომელიც ხელისუფლებამ გადასცა, არაეფექტური აღმოჩნდა.

ადგილობრივები მათი გაჭირვების მთავარ მიზეზად ხელისუფლების უყურადღებობას ასახელებენ და ამბობენ, რომ მათ ივანიშვილმა მოატყუა, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა.

„ამ მთავრობას როგორ უნდა მივცე ხმა? არ ვენდობი უკვე. ტყუილია ყველაფერი, ბევრი დაპირებები იყო, ვის რა გაუკეთეს? თვითონ თავიანთი ჯიბე, გლეხებისთვის არაფერი. ივანიშვილი არაა კაი კაცი,“-ამბობენ სამეგრელოში.

მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ თუ კი „ოცნება“ არჩევნებს არ გააყალბებს ის ხმათა 20% -საც კი ვერ მიიღებს. ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან  მუქარასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობენ.

„ყოველთვის აყალბებენ და ახლა არ გააყალბებენ? აშინებენ ხალხს, პასპორტებს ართმევენ, ფულს აძლევენ. ზოგს ეშინია, ზოგს არა, მაგრამ ბევრს ეშინია,“-აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობა ამბობს, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები