23 მაისი 2019,   16:11
ვრცლად
შეიძლება გაუგებრობა მოხდეს, გარანტიის მიცემა არ შეგვიძლია - საპატრიარქო 17 მაისს მსვლელობით აღნიშნავს

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს. საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა შედგება რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი არ გამორიცხავს, რომ ღონისძიების დროს ადგილი ჰქონდეს გარკვეულ აგრესიულ ქმედებებს თუმცა განმარტავს, რომ ეს მსვლელობა არის მშვიდობიანი ხასიათის.

„აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს. შეიძლება რაიმე გაუგებრობა მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს. ამიტომ ჩვენ ასეთი გარანტიის მიცემა არ შეგვიძლია. ჩვენ ვაცხადებთ ოფიციალურად რომ ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან მსვლელობას და რა თქმა უნდა  ვემიჯნებით მსგავს გამოვლინებებს თუ ვინმეს მხრიდან იქნება ეს. დანარჩენი სახელმწიფოში არსებობს მართლმსაჯულება და სახელმწიფო იზრუნებს აი ამ წესრიგის დამყარებაზე,“-განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მსვლელობის დასრულების შემდეგ დაგეგმილია კონცერტის ჩატარებაც. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარკვეულმა მონაწილეებმა უარი განაცხადეს ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

„კონცერტში მონაწილეობის მიღება არის ნებაყოფლობითი. ვისაც ესმის ეს არ არის მიმართული არავითარი ძალადობისაკენ მისთვის იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ზოგიერთ მონაწილეს გაუჩნდა ესეთი მოსაზრება, რომ თავი უნდა შეიკავოს,“-განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ

დღის ამბები