23 მაისი 2019,   16:12
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - "ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაწყებული შელაპარაკება დაკავებებით დასრულდა

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეებს შელაპარაკება მმართველი პარტიის აქტივისტებთან მოუვიდათ, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი დააკავა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კი ბესიკ დგებუაძისთვის, სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, პატიმრობის გირაოთი შეცვლა იყო.

საქმე ეხება 5 თვის წინ მომხდარ ინციდენტს, როცა თხილის ბიზნეს მეწილეებს შორის ურთიერთგარჩევა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და სროლით დასრულდა. სწორედ ამ დროს დაიჭრა ბესიკ დგებუაძე და ის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. მომხდარიდან 3 თვის შემდეგ, პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებული, დავით სვალნიძე დააკავა, რომლის წინააღმდეგ დგებუაძემ პირდაპირი ჩვენება არ მისცა. რის შემდეგაც დაზარალებული დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

„ავადმყოფი შვილი მყავს, ორი ტყვია აქვს მუცელში. რატომ აკეთებს „ოცნება“ ასეთ რაღაცას, რატომ მიჭერს უდანაშაულო შვილს?“-ამბობს დგებუაძის დედა. დაკავებულის მამა ამბობს, რომ მან ზუგდიდის მერობის კანდიდატს, გეგა შენგელიას შს მინისტრთან შეხვედრის დაგეგმვა სთხოვა, თუმცა ვლადიმერ დგებუაძეს გიორგი გახარია არ შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამეგრელოს ხმის” თავმჯდომარე თენგიზ ჯგუშია ამბობს,რომ ხელისუფლება ადამიანებით მანიპულირებს.

„ეს არის შეფუთული მზაკვრული ტექნოლოგიები ადამიანებით მანიპულირების და ფსიქოლოგირიი ზომბირების საარჩევნო მიზნებისთვის, იმისთვის, რომ მორიგი მძარცველი შენგელია დასვან ზუგდიდის მერად, მორიგი მძარცველი თავის ვალების გასასტუმრებლად მოიყვანონ ზუგდიდის მერად, ოცნებამ გააგრძელოს პარპაში გამოცდილი ფორმულით და დაჩაგრონ მოსახლეობა,“-ამბობს ჯგუშია. 

დღის ამბები