23 მაისი 2019,   16:14
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერი - პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრი დანელია დაკითხა 

სამეგრელო ზემო - სვანეთის საოლქო პროკურატურაში 14 მაისს დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია "რუსთავი-2" ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე.

ამ დროისთვის გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც სავარაუდოდ ფიგურირებს ფარულ ჩანაწერში, ხოლო ჩანაწერი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

"ამასთან, ჩატარდება ყველა საჭირო და საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები