23 მაისი 2019,   16:09
ვრცლად
ინციდენტი გლდანში - "სპაიდერმენის" ფორმაში გამოწყობილი 4 წლის ბიჭი მერვე სართულიდან გადმოვარდა

გლდანში მომხდარი ინციდენტი - 4 წლის ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა. "სპაიდერმენის" ფორმაში გამოწყობილი ბიჭი ჯერ კორპუსის ძირში გაშენებულ ტალავერს დაეცა, შემდეგ კი მიწაზე დავარდა.

4 წლის ბიჭის სიცოცხლე სავარაუდოდ, რკინის კონსტრუქციამ გადაარჩინა. ბაღი, სადაც ის 24 მეტრიდან ჩავარდა, თენგიზ სოხანეიშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ეზოში ბავშვის ტირილის ხმაზე გაიხედა, რომელსაც ვარდნის მიუხედავად, გონება არ დაუკარგავს. ადგილზე პირველადი დახმარება სასწრაფოს მისვლამდე პატარას მეზობლებმა გაუწიეს. 

ერთ-ერთი ვერსიით, 4 წლის ბიჭი მერვე სართულიდან მას შემდეგ გადახტა, როდესაც მას მშობლებმა კომიქსის გმირის ”სპაიდერმენის” ანუ ადამიანი ობობას ფორმა აჩუქეს. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით კი, პატარას მერვე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.

4 წლის მოზარდი სხეულის სხვადსხვა დაზიანებებით იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათიანი კვლევების შედეგად ექიმებმა მისი გადარჩენა ოპერაციული ჩარევის გარეშე შეძლეს.

მერვე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი დღეს დილით სახლში გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები