23 მაისი 2019,   16:12
ვრცლად
„და ჩვენ ვცეკვავთ“ - პირველ ქართულ სასიყვარულო გეი დრამას კანის 72-ე კინოფესტივალზე უჩვენებენ

კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვცეკვავთ“ მსოფლიო პრემიერა ხვალ გაიმართება. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინი, წარმოშობით საქართველოდანაა. ფილმის რეჟისორი, შემოქმედებითი ჯგუფი და მსახიობები უკვე კანში იმყოფებიან.

"და ჩვენ ვცეკვავთ" - ნაჩვენები იქნება კანის რეჟისორთა გილდიის სექციაში ისეთი კინორეჟისორების ნამუშევრებთან ერთად, როგორებიც არინ პეტრო ალმოდოვარი, კვენტინ ტარანტინო და ჯიმ ჯარმუში

ფილმის გადაღებისას გადამღებ ჯგუფს თემატიკის გამო, ბევრი დაბრკოლება შეექმნა. პროდიუსერს უარი უთხრეს მუსიკის საავტორო უფლებებზეც, ამიტომ თავიდან დაიწერა ყველა ქორეოგრაფიული ნომრისთვის მუსიკა, რომელზეც ფილმში ცეკვავენ. საავტორო უფლებები შემოქმედებით ჯგუფს მხოლოდ მანანა მენაბდემ და ჯგუფმა „დრომ“ მიჰყიდა.

რატომ უთხრა ფილმს დაფინანსებაზე უარი ეროვნულმა კინოცენტრმა და შესარჩევმა კომისიამ, ხელმძღვანელმა დაზუსტებით არ იცის. კინოცენტრმა შემოქმედებითი ჯგუფის გამგზავრება 12 500 ლარით დააფინანსა. გაგა ჩხაიძე ამბობს, რომ რეჟისორს იცნობს და ფილმის წარმატება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

სირთულეებით სავსე სიყვარულის დრამა, თამამი სასიყვარულო სცენებით - ფილმი პრემიერამდე ფრანგულმა დისტრიბუტორმა ARP-იმ იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერაბისა და ირაკლის ამბავს პირველად ჯერ საფრანგეთის კინოთეატრებში უჩვენებენ.

 

დღის ამბები