23 მაისი 2019,   16:12
ვრცლად
წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი შემთხვევა ზუგდიდში - ჯამბულ ზარანდიას 100 ლარი შესთავაზეს

წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი შემთხვევა ზუგდიდში. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, თენგიზ ჯგუშია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. საუბარია ჯგუშიას ერთ-ერთ აქტივობაზე, როდესაც ის კამპანიის ფარგლებში სოციალურად გაჭირვებულ ზარანდიების ოჯახში იმყოფებოდა. შესაბამისი ვიდეოს სოციალურ ქსელში გასაჯაროების შემდეგ ზარანდიებთან სოფლის რწმუნებული მივიდა და მათ ჯგუშიას მხარდაჭერისგან თავის შეკავება ურჩიეს. სანაცვლოდ კი 100 ლარი და სახლის გადახურვა შესთავაზეს. დამოუკიდებელი კანდიდატი მომხდარს უკანონოდ მიიჩნევს.

"სოფლის გამგებელი ბადრი დარასელია სახლის გადახურვის თაობაზე შემომთავაზა რომ "ვინ არის თენგიზი, ვინ კითხავს თენგიზს, მოგცემ 100 ლარს და გაჩერდი, საერთოდ რა ამბავში ხარ შენ, ნუ გეშინია შენ მარტო იქნები, ესენი წავლენ და ჩვენ დავრჩებითო,"-აცხადებს ჯამბულ ზარანდია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია კი მომხდარს მოსყიდვის მცდელობას უწოდებს და ზეწოლაზე საუბრობს.

"მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა მომმართა მე, "ოცნების" დესანტი დაესხა მას თავს, სოფელ ჭითაწყარის გამგებელი ვინმე ბადრი დარასელია, ოცნების აქტივისტი და ზონდერი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,"-აცხადებს თენგიზ ჯგუშია.

დღის ამბები