17 ივნისი 2019,   03:51
ვრცლად
„რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელის სარჩელი უსაფუძვლოა - "საია-ს" დასკვნით, სასამართლომ საქმე უნდა შეწყვიტოს

„რუსთავი 2"-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის სარჩელი უსაფუძვლოა და საქალაქო სასამართლომ საქმე უნდა შეწყვიტოს - ასეთია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დასკვნა. ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებმა ნიჟარაძის სარჩელის დეტალურად შეისწავლეს.

კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი „რუსთავი 2"-ის პარტნიორებს და დირექტორს ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და თავისთვის და კომპანიისთვის ჯამში 28 მილიონიან კომპენსაციას მოითხოვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტები დასკვნაში წერენ, რომ სარჩელის გაცნობის შემდეგ ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.

„რუსთავი 2-ის“ იურისტების აზრით, შესაძლოა, ნიჟარაძის მიერ წამოწყებული ახალი დავით სასამართლო სამართლებრივ ჩიხში შევიდეს. მათი თქმით, სასამართლო, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ნინო ნიჟარაძე სხვა თანამფლობელებთან ერთად კომპანიის მესაკუთრე არ არის და მეორე მხრივ, მსჯელობას იწყებს ნიჟარაძის მიერ მფლობელის სტატუსით შეტანილ სარჩელზე.

სამაუწყებლო კომპანიის იურისტები დარწმუნებულები არიან, რომ ნიჟარაძის სახელით შეტანილი სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„რუსთავი 2-ის“ იურისტების მსგავსად, ვერც „საია-ს“ იურისტებმა გაარკვიეს, რითი ამტკიცებს ნინო ნიჟარაძე, რომ დაზარალებულია და რის მიხედვით შეაფასა ეს ზარალი 28 მილიონად.

ამავე თემაზე
დღის ამბები