25 აგვისტო 2019,   03:12
ვრცლად
ვლადიმერ ზელენსკი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ვლადიმერ ზელენსკი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ უკრაინის ახალი პრეზიდენტი ადმინისტრაციის შენობაში ფეხით მივიდა.

გზაში კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირველი ბრძანება, რომელსაც ხელს მოაწერს, პარლამენტის დაშლა იქნება.

ვლადიმერ ზელენსკიმ პარლამენტარებს ახალი კანონების მიღებაც დაავალა და 2 თვიანი ვადა მისცა. უკრაინის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია რადას სხდომათა დარბაზში გაიმართა.

ზელენსკიმ მთავარ ამოცანად დონბასში ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა და მაღალჩინოსნებს მოუწოდა კაბინეტებში მისი პორტრეტები არ დაკიდონ. დღესვე უკრაინაში მაღალჩინოსნებმა პოსტების დატოვება დაიწყეს. გადადგომის შესახებ განცხადებები ქვეყნის პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთეს.

დღის ამბები