22 ივლისი 2019,   16:48
ვრცლად
იყო საშინელი ორკესტრირებული პროპაგანდა შალვა შავგულიძის მიმართ, რომელიც დაიწყო ივანიშვილმა და დაასრულა მოსამართლემ - ბარამიძე

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, შუალედურ არჩევნების შეფასებისას, ამომრჩევლის დაშინებაზე, მოსყიდვასა და ოპონენტების მიმართ წარმოებულ შავ პიარზე საუბრობს. განცხადება ბარამიძემ, გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. 

ბარამიძის განცხადებით, რითიც ხასიათდებოდა მთაწმინდაზე საარჩევნო კამპანია ეს იყო ძალიან დიდი ნეგატიური შავი პიარი შალვა შავგულიძის წინააღმდეგ.

"როგორი შთაბეჭდილება უნდა დამრჩენოდა, როცა ვუყურებდი რა ხდებოდა ზუგდიდში, ან როგორც ტარდებოდა არჩევნები თუნდაც მთაწმინდაზე?! საშინელი ორკესტრირებული პროპაგანდა შალვა შავგულიძის მიმართ, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა პირადად, მერე გააგრძელა მისი პიარის უფროსმა ნაცვლიშვილმა, მერე "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მდინარაძემ და რაც ყველაზე პარადოქსულია, დაასრულა მოსამართლემ. მოქმედმა მოსამართლემ. ფიგურალურად რომ ვთქვათ, მანტიაში გამოწყობილმა წინასაარჩევნო დებატებში მიიღო მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ. გამიკვირდა სიმართლე გითხრათ,“-განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ლევან მურუსიძეს ალბათ არავინ ურჩია, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა, რადგან  როცა ხელისუფლება შეიცვლება მას სასამართლოდან გაუშვებენ.

დღის ამბები