22 ივლისი 2019,   16:49
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი, 2019 წლის 19 მაისის, შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. 

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, შუალედური არჩევნები იყო ლეგიტიმური და დემოკრატიული. მისივე განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დარღვევებზე, რომელიც საარჩევნო პროცესისას გამოვლინდა, რეაგირება დროულად უნდა მოხდეს. 

„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, შუალედური არჩევნები საქართველოში შედგა. საარჩევნო გარემო იყო საკმაოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული. მისივე აზრით, რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესში იყო ცალკეული ხარვეზები და დარღვევები, რაც რა თქმა უნდა, არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე, თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებელია, მოხდეს თითოეული ამ ფაქტის შესწავლა და გაანალიზება,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დღის ამბები