22 ივლისი 2019,   16:46
ვრცლად
"როცა გამოკიხულთა 2/3 თვლის, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს ეს არის პოლიტიკური განაჩენი" - ოპოზიცია NDI-ის კვლევას ეხმაურება

სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობს. NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ქვეყნის განვითარების კურსით ცალსახად უკმაყოფილოა და ძირეულ ცვლილებებს ითხოვს. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან მე-7 წლისთავზე, ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა ნდობა ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ. პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი, სასამართლო, ჯარი - ყველა ამ ინსტიტუტს საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ენდობიან და სულ უფრო მეტად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ქვეყნის არასწორი განვითარების გამო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ უკვირთ რადგან "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის გამო ქვეყანა და  მოქალაქეები დაზარალდნენ. 

Image result for თინა ბოკუჩავა„კვლევა გვაჩვენებს რომ „ქართული ოცნების“ და მთავრი ოპოზიციური ძალის რეიტინგი ცდომილების ზღვრიდან გამომდინარე შესაძლებელია თანაბარია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც წესი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ისევე როგორც ის რომელიც ამბობს, რომ უარს აცხადებს პასუხზე, არის ოპოზიციურად განწყობილი იმიტომ, რომ ის არის დაშინებული და ეშინია საკუთარი აზრის ღიად გამოხატვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ოპოზიციის მხარდაჭერა ბევრად უფრო მაღალია ვიდრე მმართველი გუნდის. ივანიშვილის სიტყვას ბრმად ასრულებს მურუსიძით დაწყებული, თალაკვაძე-კობახიძე-მდინარაძით დამთავრებული ყველა. პრემიერი არის ნომინალური. მინისტრები იხსნებიან ივანიშვილის განკარგულებით და ბუნებრივია სწორედ ამიტომ საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოს მიტაცებაზე. იმიტომ, რომ აღარ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

„ევროპულ საქართველოში“ კი კვლევის შედეგებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კრახად აფასებენ. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მთავარია საზოგადოებამ ის უკმაყოფილება, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვს, საარჩევნო ბიულეტენებზე გადაიტანოს.

Image result for გიგა ბოკერია„პერსონები შეიძლება იყვნენ არაპოპულარულები. ნებისმიერი მთავრობაში. ან სწორი ან არასწორი მიზეზით იყვნენ არ მოწონების საგანი. მაგრა საქმე იმაშია რომ ინსტიტუციებს ეს არ უნდა ეხებოდეს. შეიძლება შს მინისტრი იყოს არაპოპულარული ადრე, დღეს, ხვალ მაგრამ პოლიციის მიმართ დამოკიდებულებას ეს არ უნდა შეეხოს. და ეს ზიანი რომელიც ამ ხალხს მოაქვს, ივანიშვილის გუნდს და მას პირველ რიგში, გრძელვადიანი ზიანია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. როცა ორი მესამედი თითქმის თვლის, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს ეს არის პოლიტიკური განაჩენი,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.   

დღის ამბები