22 ივლისი 2019,   16:50
ვრცლად
"არ შერჩება არც ერთ ადამიანს" - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენების დაკავებაზე საუბრობს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქართველი ფეხბურთელების დაკავებას, ლევან კობიაშვილის საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ის გამოძიების დასრულებას არ დაელოდება და დაკავებული ფეხბურთელების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები გატარდება.

კობიაშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა შესაძლოა კლუბებსაც დაეკისროს, ვინაიდან რამდენიმე კლუბი გაფრთხილებული იყო მათი ფეხბურთელების საეჭვო ქმედებაზე. კობიაშვილმა დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გვარი დასახელდება, რომლებიც სავარაუდოდ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობდნენ.

„ჩვენ ფეხბურთის ფედერაციაც და უამრავი სხვა ადამიანიც არასდროს არ შევეგუებით იმ საქციელს რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. საქციელი, რომლეიც არამარტო მათ ეხებათ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ აზიანებს მთელს ქართულ ფეხბურთს. ჩემი პირველი დღიდან ვებრძვით, გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და მომავალშიც ასე იქნება, არ შერჩება არც ერთ ადამიანს ვინც აძლევს თავის თავს ამის უფლებას რომ ამხელა ზიანი მიაყენოს,“-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს.

 

დღის ამბები