20 სექტემბერი 2019,   02:21
ვრცლად
პროტესტის მე-6 დღე - „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.  მათი განცხადებით, თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ.

“ჯორჯიან მანგანეზის“ 15-მა თანამშრომელმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელფასის მომატების მოთხოვნით 6 დღის წინ მიმართა.

გაფიცული თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია კი ხელფასების მხოლოდ 15 პროცენტით, წლის ბოლომდე კი კიდევ 10 პროცენტით ზრადს თანხმდება.

გაფიცულ მუშებს დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელიც შეხვდა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა, მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.  

დღის ამბები