20 სექტემბერი 2019,   02:24
ვრცლად
ქვიშის ნისლი - ანაკლია შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს

ანაკლია შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს - მოსახლეობა ჰყვება, რომ ქარიან ამინდში ტერიტორიაზე ქვიშის ნისლი დგება. მიზეზი ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობისას ქვიშის ამოღებაა, რის შემდეგაც ადგილზე სამუშაოები შეჩერდა, ნარჩენ ქვიშის მტვერთან გამკლავება კი ყოველ ქარიან ამინდში მოსახლეობას საკუთარი ძალით უწევს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პრობლემის გამო, ისინი ერთადერთ შემოსავლის წყაროს დაკარგავენ, რადგან მსგავს პირობებში ტურისტები ანაკლიაში არ ჩავლენ.

მოსახლეობა ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების საფრთხეზეც საუბრობს და არ გამორიცხავენ, რომ მათ ჯანმრთელობას შესაძლოა პრობლემები შეექმნას.

„ყოველ ქარის მოლოდინში შიშით ივსება გული, არ ვიცით სად წავიყვანოთ ბავშვები. ისეთი ნისლია, კვამლივითაა, ქვიშა კი არა, რაღაცა უფრო თხელია ისეთი, რომ ყველგან აღწევს. იმაზე, გვქონდა გათვლილი, რომ ვინმე მოვიდოდა, დაისვენებდა. ასე თუ გაგრძელდა, ვინ შემოვა ჩვენთან, ჩვენ აქედან გავრბივართ. დაგვპირდნენ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ წყლის ფარდას გავაკეთებთო, რაღაცას გავაკეთებთო, ერთი-ორი თვე გვინდაო და იმის შემდეგ ოთხმა თვემ გაიარა და კაცი შვილი არ მოსულა“ - ამბობს ანაკლიაში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე. 

დღის ამბები