20 სექტემბერი 2019,   02:25
ვრცლად
სამუშაო ადგილები კი არ შეიქმნა მეტი, უბრალოდ ცოტა ადამიანი დარჩა ვინც ეძებს სამსახურს - ოპოზიცია საქსტატის მონაცემებს ეხმაურება

საქსტატის ხელმძღვანელის განმარტებებს, რომელიც მან პარლამენტში გააკეთა ოპოზიცია ეხმაურება. საუბარია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც უმუშევართა რიცხვმა ბოლო 15 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. დღეს კი საქსტატის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ უმუშევართა რიცხვი კი არ შემცირდა, არამედ მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც სამსახურს აღარ ეძებენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ აღიარებიდან ცალსახად შეიძლება იმის განსაზღვრა რა დონის უიმედობაა მოსახლეობაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სინამდვილეში ბოლო სამი წლის განმავლობაში 39 ათასი ადამიანით ნაკლები არის დასაქმებული,

 Image result for რომან გოცირიძე„თუ დღეს ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველოდან 100 ან 200 ათასი ადამიანი გავიდა მაშინ მთავრობას გაუხარდება და გამოაცხადებს, რომ უმუშევრობა შემცირდა. თუ ადამიანს გადაეწურა სამუშაოს შოვნის უნარი და ის არ ეძებს, უკვე გადადის არა ეკონომიკურად აქტიურ კატეგორიაში არამედ სხვა კატეგორიაში და გამოდის, რომ ქვეყანაში თურმე უმუშევრობა შემცირებულა. ყველაზე მთავარი მაჩვენებელი ამ შემთხვევაში არის ეს რიცხვი რომელიც მე ახლა მოგახსენეთ. საქართველოში სამი წლის განმავლობაში 39 ათასი ადამიანით ნაკლები არის დასაქმებული,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

საზოგადოებაში გაჩენილ უიმედობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით მოქალაქეებმა იციან რომ ვერ დასაქმდებიან, შესაბამისად მათ შეწყვიტეს ძიება, რაც სტატისტიკის სამსახურმა უმუშევართა რიცხვის შემცირებად გამოსახა სტატისტიკაში.

Image result for ჭიაბერაშვილი„სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს მოუწია იმის აღიარება, რომ ქვეყანაში გამეფებულია უიმედობა და ამ უიმედობის გამო ბევრი ადამიანი, რომელიც თუნდაც აქამდე ეძებდა სამსახურს თავს ანებებს სამსახურის ძებნას და სწორედ იმის გამო, რომ სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა წარმოაჩინეს თითქოს დასაქმება გაიზარდა. სინამდვილეში სამუშაო ადგილები კი არ შეიქმნა მეტი, უბრალოდ ცოტა ადამიანი დარჩა ვინც ეძებს სამსახურს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები