20 სექტემბერი 2019,   02:18
ვრცლად
უძველესი ციხესიმაგრე მცხეთაში - ბებრის ციხის რესტავრაციის მეოთხე ეტაპი დასრულდა

მცხეთაში უძველესი ციხესიმაგრის აღდგენა გრძელდება. ბებრის ციხის რესტავრაციის მეოთხე ეტაპი დასრულდა და ამჯერად სამუშაოები გალავნის მოპირკეთებას ეთმობა.

ბებრის ციხისთვის ძველი იერსახის დაბრუნებას და მის შენარჩუნება არქეოლოგები და ექსპერტები უკვე წლებია ცდილობენ.

საძირკველი ციხესიმაგრეს 2010 წელს, მეწყერული პროცესების შედეგად გამოეცალა, ყველაზე რთული და ხანგრძლივი კი მისი აღდგენა აღმოჩნდა. რეაბილიტაციის პირველი ეტაპის, მთის რელიეფის ხელოვნურად შექმნის შემდეგ, სამუშაოები ჯერ კიდევ შემორჩენილი გალავნის აღდგენაზე დაიწყო.

ძეგლს მნახველები ხშირად ჰყავს, თუმცა ბებრის ციხის ისტორია ტურისტებისთვის ძირითადად უცნობია. ის ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრეა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩა.

ძველ იერსახეს ძეგლი მომავალი წლის ბოლოს დაიბრუნებს. ბებრის ციხის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აქ ტურისტული და საგანმანათლებლო სივრცის მოწყობაც იგეგმება.

დღის ამბები