21 სექტემბერი 2019,   11:50
ვრცლად
7 თვის ბავშვის მკვლელობა - ბრალდებული არასრუწლოვანი დედა დუმილის უფლებას იყენებს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი და შოკისმომგვრელი მკველელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 17:00 საათზე, გორის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. სასამართლო პროცესი დახურული იქნება, ვინაიდან ბარლდებული არასრუწლოვანია. 

ბრალდებულის დაკავების შემდეგ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი დედა ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა, თუმცა ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, გოგონა დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დანაშაულს არ აღიარებს.

მოზარდს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მას ფსიქიატრებიც შეამოწმებენ.

„მას გუშინ წარედგინა ბრალდება და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ არ აღიარებს  ბრალს. დუმილის უფლება ნიშნავს არაღიარებას. მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ, იმიტომ რომ არის არასრულწლოვანი. რამოდენიმე ექსპერტიზაა ჩატარებული ვერ დავაკონკრეტებ. კიდევ რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდება,“-განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა

გამოძიება განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული საქმის პარალელურად, კიდევ ერთი გამოძიება შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გოგონამ იმშობიარა, არავინ დაინტერესებულა იმ ფაქტით, რომ არასრულწლოვანმა გოგომ ბავშვი გააჩინა. არსებული ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუწყდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები