20 სექტემბერი 2019,   02:24
ვრცლად
კანის კინოფესტივალი - ტარანტინოს ფილმის პრემიერის შემდეგ წითელ ხალიჩაზე ლეონარდო დიკაპრიო გამოჩნდა

კანში რიგით 72-ე კინოფესტივალი გრძელდება. კვენტინ ტარანტინოს ფილმის პრემიერის შემდეგ, სურათის მთავარი გმირი ლეონარდო დიკაპრიო საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე შეკრებილმა კინომოყვარულებმა კიდევ ერთხელ იხილეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე კლიმატის ცვლილებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორთან ერთად გამოჩნდა. თავად დიკაპრიო სურათის პროდიუსერია. დოკუმენტურ ნამუშევარს "ყინული ცეცხლში" ჰქვია და ის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანების როლზე მოგვითხრობს.

დღის ამბები