22 ივლისი 2019,   16:49
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზის" კონტრბრალდებები გაფიცულებს - კომპანია თანამშრომლების მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

"ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ თანამშრომლებმა კომპანიას არ მისცეს მოლაპარაკების საშუალება. "ჯორჯიან მანგანეზში" გაფიცულების მოთხოვნას, ანაზღაურების 50%-იან ზრდასთან დაკავშირებით, არარეალურს უწოდებენ. კომპანიის წარმომადგენლები 15-კაციანი საინიციატივო ჯგუფის გამოყოფას ითხოვენ, პარალელურად კი გაფიცული თანამშრომლების მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

„თავდაპირველად მოთხოვნილ იყო 50%-იანი ზრდა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ გაფიცვა გახლავთ უკანონო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არსებობს ის სამართლებრივი გარემო  და ის მოთხოვნები რომელიც გაფიცვის დროს უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ეს გახლავთ პირველ რიგში კომპანიის ადმინისტრაციის გაფრთხილება გაფიცვასთან დაკავშირებით,“-განაცხადა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.

"ჯორჯიან მანგანეზის " თანამშრომლები მეშვიდე დღეა შიმშილობენ. მათ პროტესტს კი 3 ათასზე მეტი დასაქმებული უერთდება. ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები