20 ივნისი 2019,   14:15
ვრცლად
სექსუალური ძალადობა 16 წლის გოგოზე - ოჯახი მოძალადის უმკაცრესად დასჯას ითხოვს 

16 წლის გოგოს ოჯახი, რომელიც არსებული ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა, მოძალადის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. არასრულწლოვანმა უკვე მისცა პოლიციას ჩვენება და დეტალურად აღწერა მასზე განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის ფაქტი.

როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცმა სოფელი სამუდამოდ უნდა დატოვოს, რადგან მასთან კონფლიქტი გარდაუვალია. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სოფლის მცხოვრებლებმა გოგო და მოძალადე მამაკაცი ერთმანეთს დააპირისპირეს, რა დროსაც გოგონამ მამაკაცს უთხრა, რომ სწორედაც მან გააუპატიურა.

მამაკაცმა კი განაცხადა, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ის მზად არის სახლ-კარი შვილს და მას დაუთმოს.

ნათესავების ინფორმაციით, მოძალადესთან ცხოვრებაზე უარი განაცხადა მისმა ცოლმა, რომელმაც სახლი დატოვა და შვილებთან ერთად, საკუთარ სოფელში გაემგზავრა.

გოგოს უკვე ესაუბრა სოციალური მუშაკი. მისი თქმით, ის არ აპირებს, რომ ახალშობილი თვითონ გაზარდოს.

40 წლის მამაკაცი პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის თაობაზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები