15 ნოემბერი 2019,   07:20
ვრცლად
მთვარეზე ლითონის დიდ საბადოებს მიაკვლიეს

მეცნიერებმა მთვარეზე ლითონის დიდ საბადოებს მიაკვლიეს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მზის სისტემის ყველაზე დიდი დარტყმითი კრატერი სწორედ დედამიწის თანამგზავრზეა.

"ეიტ-კენი" 2 ათას 400 კვადრატული კილომეტრი ფართობისაა, მისი სიღრმე კი 8 კილომეტრია. ვარაუდობენ, რომ კრატერი 4 მილიარდი წლის წინ გიგანტურ ობიექტთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.

ობიექტის ფრაგმენტები კი ლითონის მასიური შემცველობით კრატერის ზედაპირზეა მიმოფატული. მეცნიერების ახალ აღმოჩენაზე ვრცელი სტატია ამერიკულ ჟურნალში "გეოფიზიკურ კვლევებში" გამოქვეყნდა. მკვლევარები აცხადებენ, რომ კრატერი დედამიწიდან არ ჩანს, აღმოჩენა კი სხვადასხვა ზონდის საშუალებით მოპოვებული მასალების შესწავლისას გააკეთეს.

დღის ამბები