25 აგვისტო 2019,   03:12
ვრცლად
ჩვენ ვართ წარმატებულები დემოკრატიის მიმართულებით - მამუკა ბახტაძე

ამერიკაში მყოფი ქართული დელეგაციის პირველი კომენტარები მაიკ პომპეოს განცხადებასთან დაკავშირებით - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია ეს მუდმივი პროცესია და საქართველოში მიმდინარე რეფორმები ვაშინგტონთან ყოველთვის განიხილება. საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამტკიციბს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას რეფორმებთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითი შეფასებები გამოითქვა.

"იქიდან გამომდინარე რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია ეს არის მუდმივი პროცესი, რომელსაც სჭირდება აქტიური რეფორმები, ეს არის ერთ-ერთი საკითხი მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ ყოველი შეხვედრის დროს აქტიურად ვიხილავთ. ჩვენ ვართ წარმატებულები დემოკრატიის მიმართულებით და გვსურს რომ ეს წარმატებები გაგავძლეიროთ,"-აცხადებს მამუკა ბახტაძე. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები, მიიყვანოს ბოლომდე თავისუფალი სასამართლო სისტემის რეფორმა და ააშენოს ანაკლიის პორტი.

დღის ამბები