24 აგვისტო 2019,   12:06
ვრცლად
სუს-მა მოქალაქეების "მეტრომანის" ბარათებიდან ფულის მითვისებისთვის, სამი პირი დააკავა  

მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი დააკავა. 

დაკავებულები ანაზღაურების სანაცვლოდ, თავიანთ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით, მოქალაქეების მეტრომანის ბარათების მონაცემებში აღწევდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, მხოლოდ ამოღებულ ათ ბარათზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მითვისებული იყო 11 ათას ლარზე მეტი. უკანონო პროგრამას სამარშრუტო ტაქსის მძღოლებიც იყენებდნენ.    

დღის ამბები