20 ივნისი 2019,   14:15
ვრცლად
C ჰეპატიტის პროგრამაში არსებულ ხარვეზები - ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს

„ევროპულის აქართველოს“  წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი  C ჰეპატიტის პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრობლემის მთავარი მიზეზი ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი ადმინისტრირება და ცუდი მენეჯმენტია. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ პაციენტები აღნიშნულ პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა, მხოლოდ ჰოსპიტალური პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს.

„C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროგრამა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე ჩამორჩენილი არის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის თვალსაზრისით და ეს სახელმწიფო აუდიტორმაც დაადასტურა. ამბულატორიული პაციენტებისათვის C ჰეპატიტის პირველადი სწრაფი ტესტის ჩატარება ფასიანია, იმ დროს, როდესაც ბიუჯეტის თანხები, რაც ამ პროგრამაზეა გამოყოფილი ათვისებულიც არ არის,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები