24 აგვისტო 2019,   12:08
ვრცლად
ვაშლიჯვრის ესტაკადა ერთ კვირაში გაიხსნება

პირველი აგვისტოდან თბილისში, საპარკინგე სისტემა ამოქმედდება. ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე, დღეს კახი კალაძემ გააკეთა. პირველ ეტაპზე, ზონალური პარკინგის სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოქმედდება. პარკირება უფასო იქნება, ადგილობრივი მოსახლეობისა და შშმ პირებისთვის, სხვა ავტომობილების მფლობელებს კი ერთიდან 3 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ. შეღავათით ისარგებლებენ ასევე, ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებიც.

თბილისი მერმა, დღეს, ვაშლიჯვრის ესტაკადაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი გზა ერთ კვირაში გაიხსნება. ესტაკადის მშენებლობა დროში პროექტის ცვლილების გამო გაიწელა. როგორც თბილისის მერი აცხადებს, პროექტის შეცვლის საჭიროება მწვანე საფარის შენარჩუნების გამო გახდა საჭირო.

„პროექტი შეიცვალა იმის გამო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ხე-მცენარეები, რადგან პირველი პროექტით 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისი მოადგილის განცხადებით, ვაშლიჯვრის ესტაკადაზე მაღალი ხარისხის ასფალტი დაეგება და მოსახლეობა ამ ესტაკადით სარგებლობას ერთ კვირაში შეძლებს.

„ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი კონსტრუქციული ნაწილის სამუშაოები დასრულებულია. 2 დღის წინ დამთავრდა მოაჯირების მონტაჟი. იმის გამო, რომ ამ ესტაკადის დასრულების შემდეგ იქ იქნება მაღალი ინტენსივობით მოძრაობა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ იმავე ტიპის ასფალტი, როგორიც ბარათაშვილის ქუჩაზე, ანუ მაღალი ხარისხის ასფალტი. ეს  სამუშაოები დასრულდება დაახლოებით 1 კვირაში და 1 კვირის შემდეგ მოსახლეობას უკვე ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ესტაკადით“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

დღის ამბები