21 სექტემბერი 2019,   11:51
ვრცლად
ელიტური კორუფცია ქვეყანაში - გია ვოლსკი TI-ის კვლევას არ ენდობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არ ენდობა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ არსებობს საერთაშორისო კვლევები, რომელიც კორუფციასთან სერიოზულ წინსვლას აჩვენებს. 

TI-ის კვლევაში კი ჩამოთვლილია კონკრეტული ფაქტები, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ან მაღალ ეშელონებთან დაახლოებული პირების შესაძლო დანაშაულებს ეხება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ეს ფაქტები რეაგირების გარეშე დატოვე. მაგალითად საუბარია TBC ბანკის, ოთარ ფარცხალაძის, ჩინოვნიკების ქონების, საარჩევნო მისყიდვის, ომეგა ჯგუფის საქმეებზე, სადაც ბრალდების მთავარი ადრესატები სწორედ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ.

„მართალი გითხრათ, კვლევას არ ვენდობი. რეალურად, შეიძლება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნა დააყენოს, მაგრამ პოლიტიკური ინტრიგა, რომელიც ამ საქმეებს ახლდა, თუნდაც ოქუაშვილის საკითხთან დაკავშირებით, არ ტოვებს იმის საფუძველს, რომ ესეთი ელიტურ კორუფციაზე ისაუბროს  და მეორე, არის საერთაშორისო კვლევები, რომელიც საკმაოდ სერიოზულ წინსვლას აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის 2012 წლიდან დღემდე 17თუ 18 მუხლით არის გაუმჯობესებული საქართველოს მაჩვენებელი კორუფციის აღქმასთან დაკავშირებით“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები