22 ნოემბერი 2019,   11:35
ვრცლად
საპროცესო გარიგება ბავშვებით ვაჭრობის აღიარების სანაცვლოდ - სუსლიაკის ადვოკატი სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს 

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული, იულია სუსლიაკის ადვოკატი სკანდალური აუდიო ჩანაწერს ავრცელებს -  ზურაბ თოდუას მტკიცებით, იულია სუსლიაკის მეუღლეს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და გარიგება შესთავაზეს.

აუდიო მასალაში, რომელიც "კურიერს" სუსლიაკის ადვოკატმა მიაწოდა, ირკვევა, რომ  გარიგების მიხედვით, სუსლიაკს ბავშვებით ვაჭრობდა უნდა ეღიარებინა. სანაცვლოდ ბრალდებულს პატიმრობიდან საპროცესო გარიგებით გაათავისუფლებდნენ და უკრაინაში გაამგზავრებდნენ.

ჩანაწერში იური სუსლიაკს უცნობი პირი ესაუბრება:

სუსლიაკი: ვინ ბრძანდებით?

უცნობი: არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვარ, წინადადებით გირეკავთ.

სუსლიაკი: გისმენთ.

უცნობი: იური, გინდათ თქვენი ცოლი უკრაინაში გაფრინდეს?

სუსლიაკი: რა თქმა უნდა, მინდა.

უცნობი: ჩვენ გთავაზობთ საპროცესო გარიგებაზე წასვლას.

სუსლიაკი: უკაცრავად, ეს რა არის?

უცნობი: ეს ნიშნავს, რომ მან ნაწილობრივ აღიაროს დანაშაული.

სუსლიაკი: რა ნაწილში?

უცნობი: მხოლოდ ბავშვების გაყიდვის მცდელობაში. და მორჩა, შემდეგ ის უკვე შეძლებს უკრაინაში გაფრენას.

სუსლიაკი: კი, მაგრამ , მას ხომ ამისთვის პატიმრობას მიუსჯიან?

უცნობი: არა, არა. პატიმრობა არ იქნება, იქნება ჯარიმა. ამის შემდეგ ის უკრაინაში გაფრენას შეძლებს.

სუსლიაკი: ახლა 20 რიცხვში, სასამართლო სხდომაა და იმედი მაქვს, რომ გაამართლებენ. არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ.

უცნობი: ან გაამართლებენ, ან არა. გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს წელიწადნახევარი, ორი წელი.

სუსლიაკი: ანუ სასამართლო არ იქნება?

უცნობი: სასამართლო იქნება. მაგრამ ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს წელიწადნახევარი, ორი წელი. შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს. მერე უკვე თქვენი შვილები თქვენს ცოლს უკვე დეიდას დაუძახებენ და არა დედას. ეს გინდათ?

სუსლიაკი: მაქვს დრო, რომ მოვილაპარაკო ცოლთან და ადვოკატთან?

უცნობი: დრო გაქვთ კი. მოითათბირეთ.

სუსლიაკი: და როგორ დაგიკავშირდეთ?

უცნობი: მე თავად დაგიკავშირდებით.

სუსლიაკი: კარგი, მოვიფიქრებთ. მაგრამ არსებობს გარანტიები, რომ საპროცესო გარიგების შედეგად გათავისუფლდება?

უცნობი: კი, რა თქმა უნდა. აქ მაქსიმალური ჯარიმაა და მერე მორჩა.

სუსლიაკი: რა გქვიათ?

უცნობი: არ აქვს მნიშვნელობა რა მქვია.

სუსლიაკი: კარგი, მოვილაპარაკებთ, ველოდები თქვენს ზარს.

უცნობი: კარგი, მოიფიქრეთ და დაგიკავშირდებით."

 

დღის ამბები