21 სექტემბერი 2019,   11:57
ვრცლად
არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად პოლიციის მანქანის გატაცება ედება პატიმრობა შეეფარდა

17 წლის ბიჭს, რომელსაც სამართალდამცველები კრიმინალური პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ პატიმრობა შეეფარდა.

მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი - პოლიციის მანქანის ძარცვა და ძარცვის მცდელობა.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი იყო, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მას ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა, გორში, გურამიშვილის ქუჩიდან, სამართალდამცავების ავტომობილი 10 ივნისს გაიტაცა. ის გადაჭარბებული სიჩქარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ მან მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­შენ­ში და­ა­კა­ვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები