12 ნოემბერი 2019,   01:12
ვრცლად
ამ გარიგებით პროკურატურა სახეს შეინარჩუნებდა - იური სუსლიაკი სკანდალური აუდიო ჩანაწერის დეტალებზე საუბრობს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის მეუღლე პროკურატურიდან განხორციელებულ ანონიმურ ზარზე „კურიერთან“ საუბრობს.

იური სუსლიაკი ამბობს, რომ უცნობმა პირმა, რომელიც მას დაუკავშირდა და მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდა, თავი პროკურატურის წარმომადგენლად გააცნო.

ჩანაწერში, რომელიც იური სუსლიაკმა გაასაჯაროვა, უცნობი პირი მას სთავაზობს მეუღლემ დანაშაული აღიაროს, სამაგიეროდ კი მას საპროცესო გარიგებას გაუფორმებენ.

იური სუსლიაკი ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, სწორედ ამიტომ პროკურატურა ამ გარიგებით „სახის შენარჩუნებას“ ცდილობს. სუსლიაკის თქმით, სატელეფონო საუბრისას ანონიმური პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა შანტაჟსაც.  

„იურისტებთან გავიარე კონსულტაცია, ველაპარაკე ადვოკატსაც. ასეთ შემთხვევაში გამოდის - თუ არ არსებობს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც არ დადგება. შესაბამისად ისინი საკმაოდ ლოგიკურ წინადადებას გვთავაზობდნენ. ამ შემთხვევაში პროკურატურა სახეს შეინარჩუნებდა, რადგან საქმეში ჩაიწერებოდა, რომ ბრალდებულს ჰქონდა განზრახვა და საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდათ. მაგრამ დანაშაული ჩადენილი არაა, შესაბამისად სისხლის სამართლებრივი დევნაც არ იქნებოდა. ეს იყო მთავარი გზავნილი. ადგილი ჰქონდა შანტაჟსაც. მითხრეს, თუ უარს იტყვი, გამოძიება დიდ ხანს გაგრძელდებაო,”-აცხადებს იური სუსლიაკი „კურიერთან“ საუბრისას.

ამავე თემაზე
დღის ამბები